საქართველოს 73 მუნიციპალურ ცენტრში ხვალ ინტელექტუალური შეჯიბრი - „ინტელექტის დღე - 2018“ ჩატარდება

საქართველოს 73 მუნიციპალურ ცენტრში (59 მუნიციპალიტეტი, 4 თვითმმართველი ქალაქი და თბილისის 10 რაიონი) ხვალ, 13:00 საათზე ერთდროულად აიღებს სტარტს ყველაზე მასშტაბური ინტელექტუალური შეჯიბრი - „ინტელექტის დღე-2018“.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ჩემპიონატი ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“ - „ინტელექტის დღე“ წელს უკვე მეექვსედ ტარდება.

2 ივნისს პროექტის პირველი, მუნიციპალური ეტაპი გაიმართება და მასში მონაწილეობას საქართველოს მასშტაბით წინასწარ დარეგისტრირებული 1300-ზე მეტი სკოლა და 10 000-ზე მეტი მოსწავლე მიიღებს. მუნიციპალურ რაუნდში გუნდები 30 შეკითხვას უპასუხებენ, გამარჯვებულები კი შემოდგომაზე თბილისში, სუპერფინალში გამოავლენენ საუკეთესოს. სუპერფინალში გუნდები 36 შეკითხვას უპასუხებენ. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან პრიზებითა და დიპლომებით.

მუნიციპალური ეტაპის ცენტრალური მოედანი თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში იქნება, სადაც თამაშს გაუძღვება საქართველოს ინტელექტ-კლუბის „რა? სად? როდის?“ პრეზიდენტი გიორგი მოსიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა