დაავადებათა კონტროლის ცენტრში ხვალ, თემაზე - „ევრომელამონა 2018“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში ხვალ, თემაზე - „ევრომელამონა 2018“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრას დაესწრებიან და მონაწილეობას მიიღებენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაციის, კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლები, ,,ევრომელანომის“ ნაციონალური წარმომადგენელი საქართველოში და დარგის ექსპერტები.

"ევრომელანომა" წარმოადგენს პანევროპულ კამპანიას, რომლის მიზანია, კანის კიბოსა და მელანომის პროფილაქტიკისა და ადრეული დიაგნოსტიკის ხელშეწყობა, ფართო მასების ინფორმირება.

კამპანია პირველად ჩატარდა 1999 წელს ბელგიაში და გავრცელდა ევროპის 36 ქვეყანაში. 2012 წლიდან „საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაციის“ ინიციატივით საქართველო გახდა „ევრომელანომის“ წევრი ქვეყანა (www.euromelanoma.org/georgia/home-1).

2012 - 2017 წლებში სკრინინგის ფარგლებში უფასოდ გაისინჯა 4600-მდე პირი, გამოვლინდა სამიზნე დაავადებები, მათ შორის მელანომა და არამელანომური კიბო, თბილისის მასშტაბით ჩატარდა უფასო ოპერაციები.

კანის კიბო წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ სიმსივნეს, რომლის სიხშირე განუხრელად მატულობს, ყოველი მეექვსე ევროპელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მაინც შეიძლება დაავადდეს კანის კიბოთი. ამასთან, კანის ავთვისებიანი სიმსივნეები, ადრეული გამოვლენის შემთხვევაში, სრულიად განკურნებადია. კანის კიბოს სხვა ავთვისებიან სიმსივნეებთან შედარებით აქვს უპირატესობა - მისი დანახვა შესაძლებელია. საქართველოში კიბოს გამოვლენა დაბალია და ამასთან, ძირითადად დაგვიანებული.

წელს უკვე მეშვიდედ ასოცოაციის ორგანიზებით ტარდება კანის კიბოს სკრინინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს სოციალური პროექტია და მიმართულია კანის კიბოს შესახებ ცოდნის გაუმჯობესებისაკენ, კანის კიბოს სხვადასხვა ფორმების ადრეული გამოვლენისა და დროული მკურნალობის მიზნით.

2018 წლის კამპანიის სლოგანია - „კანის კიბო დიდი პრობლემაა საქართველოსთვის“. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები. ამით კამპანია ცდილობს გაამახვილოს ყურადღება მზისგან დაცვის ღონისძიებების მნიშვნელობაზე ბავშვთა ასაკიდან, რადგან ბავშვობაში მიღებული მზის დამწვრობა მომავალში ზრდის მელანომის და კანის კიბოს განვითარების რისკს.

აღნიშნულ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა