ამირან გიგუაშვილი - პერსონების ცვლილება არ წყვეტს პრობლემას, საჭიროა ძირეული, ფუნდამენტური რეფორმის გატარება

კონკრეტულ პრობლემასთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს ხელისუფლების ყველა წარმომადგენელმა, ვისაც პოლიტიკური თანამდებობა აქვს მოცემულ სიტუაციაში, - ამის შესახებ იურისტმა ამირან გიგუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, პრობლემა არა კონკრეტულ ადამიანებთან, არამედ მართვის სტილთანაა დაკავშირებული. „ადამიანები, რომლებიც სამართალს ელოდებოდნენ, აღმოჩნდნენ უსამართლობის წინაშე და ეს არ არის მხოლოდ სარალიძის ოჯახი. ათეულობით, ასეულობით ასეთი ოჯახია, რომელთა მიმართაც სამართალი არ აღსრულდა“, - განაცხადა გიგუაშვილმა.

კითხვაზე: მაშინ, როდესაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო და გაიზიარა ირაკლი შოთაძემ და დატოვა თანამდებობა, უნდა გაიზიაროს თუ არა პასუხისმგებლობა თეა წულუკიანმა? - გიგუაშვილმა უპასუხა: „ამ შემთხვევაში, ამ კონკრეტულ პრობლემასთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს ხელისუფლების ყველა წარმომადგენელმა, ვისაც პოლიტიკური თანამდებობა აქვს მოცემულ სიტუაციაში“.

თუ ჩვენ ვლაპარაკობთ სისტემურ პრობლემაზე, ვლაპარაკობთ გუნდზე, რომელიც ამ სისტემას მართავს. თუმცა, პერსონების ცვლილება არ წყვეტს პრობლემას, საჭიროა ძირეული, ფუნდამენტური რეფორმის გატარება და წარმოდგენა საზოგადოების წინაშე. პირველ რიგში, უნდა იყოს შერჩეული ახალი მთავარი პროკურორი, ობიექტურად ძლიერი პოლიტიკური ფიგურა, მაღალი სანდოობის მქონე, რომელიც დაიწყებს და დაასრულებს იმ პრობლემების აღმოფხვრას, რომელიც მართლმსაჯულების სისტემაში და საპროკურორო ფუნქციებშია“, - განაცხადა გიგუაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა