ზაზა ხატიაშვილი - თუ ბიძინა ივანიშვილი არ გადააყენებს წულუკიანს, ვპირდები, რომ რამდენიმე დღეში დავიძრებით და მივადგებით სახლთან

ფეოდალი ბიძინა ივანიშვილი თუ არ გადააყენებს თეა წულუკიანს, ვპირდები, რომ რამდენიმე რამდენიმე დღეში დავიძრებით და მივადგებით სახლთან, - ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის ყოფილმა თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის მხარდასაჭერ აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სამარცხვინოა ის, რაც სოციალურ ქსელებში დაიწყეს, თითქოს ეს პოლიტიკური აქციაა. "ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმიტომ, რომ სისტემა დავანგრიოთ. მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა. შოთაძის ხელმძღვანელი თეა წულუკიანი არ უნდა გადამდგარიყო?! გადადგეს წულუკიანი. თუ ფეოდალი ბიძინა ივანიშვილი არ გადააყენებს წულუკიანს, ვპირდები, რომ რამდენიმე დღეში დავიძრებით და მივადგებით სახლთან", - განაცხადა ხატიაშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა