ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვნების გამოკითხვა დღესაც გრძელდება

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში არასრულწლოვნების გამოკითხვა დღესაც გრძელდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს.

გუშინ შსს-ში 5 არასრულწლოვანი და ერთი პედაგოგი გამოიკითხა. უწყების კითხვებს ისინი რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდნენ. მედიასთან ისინი დეტალებზე არ საუბრობდნენ, რადგან აცხადებენ, რომ გაუთქმელობის შესახებ პირობა აქვთ დადებული.

ადვოკატების თქმით, გამოიკვეთა რამდენიმე ახალი კითხვა, მათ შორის ერთ–ერთია ვინმეს მხრიდან არასრულწოვნებზე ხომ არ მომხდარა ზეწოლა. ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები შესაძლებელია კიდევ ერთხელ დაიბარონ უწყებაში.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიება პროკურატურიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში დაბრუნდა. არასრულწლოვანის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს სასამართლომ 10 წელი 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე მიესაჯა.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა