გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენი მიზანია, რომ მთავარი პროკურორის კანდიდატურა შერჩეული იყოს საზოგადოების მაქსიმალური ლეგიტიმაციით

ჩვენი მიზანია, რომ მთავარი პროკურორის კანდიდატურა შერჩეული იყოს საზოგადოების მაქსიმალური ლეგიტიმაციით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ სხდომაზე კონკრეტულ კანდიდატზე საუბარი არ ყოფილა. "ხვალიდან იუსტიციის სამინისტრო დაიწყებს საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით მომავალი მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე მსჯელობას. ეს კონსულტაციები იქნება მაქსიმალურად ფართო. ჩვენი მიზანია, რომ მთავარი პროკურორის კანდიდატურა, რომელიც იქნება შერჩეული, იყოს მაქსიმალური ლეგიტიმაციით საზოგადოების მხრიდან. კონკრეტულად კანდიდატებზე პოლიტსაბჭოზე მსჯელობა არ ყოფილა", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა ჟურნალისტებთან ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შსს-ს უკვე დაწყებული აქვს გამოძიება და იკითხებიან მოწმეები. "ორი დღის წინ შს მინისტრთან და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთად შევხვდი სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას, რომელმაც მოგვაწოდა ის კითხვები, რომელიც კონკრეტულად სარალიძის და დადუნაშვილის მკვლელობის საკითხთან დაკავშირებით არსებობს. შსს-მ უკვე დაიწყო დაკითხვების პროცედურები, კონკრეტულად დანაშაულის შეუტყობინებლობის და მოწმეებზე ზეწოლის მიმართულებით. ასე რომ, ეს პროცესიც მიმდინარეობს", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო