გიორგი კვირიკაშვილი - რადიკალიზებულ ჯგუფებს უნდათ, რომ არასტაბილურობის განცდა გააჩინონ და არამართლზომიერ პოლიტიკურ მოთხოვნებს აყენებენ

რადიკალიზებულ ჯგუფებს უნდათ, რომ არასტაბილურობის განცდა გააჩინონ და აყენებენ არამართლზომიერ პოლიტიკურ მოთხოვნებს. ჩვენ არასტაბილურობის შექმნის საფუძველს არავის მივცემთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, კითხვებს რომელიც საზოგადოებას გააჩნია, მათ მიერ შეთავაზებულ ფორმატში გაეცემა პასუხები. "რაც შეეხება პროცესებს და იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ უსამართლობის განცდა, ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომლისთვისაც ეს არის სერიოზული გამოწვევა და ასეთ კითხვებზე, რომელიც საზოგადოებაში არის, პასუხის გაცემის ფორმატები არის ის ფორმატები, რომლებზეც ახლა მოგახსენეთ. ასეთ ფორმატში უნდა გაეცეს კითხვებს პასუხები და აუცილებლად გაეცემა. რაც შეეხება იმას, რომ კონკრეტულად რადიკალიზებულ ჯგუფებს უნდათ, რომ არასტაბილურობის განცდა გააჩინონ და აყენებენ არამართლზომიერ პოლიტიკურ მოთხოვნებს, ჩვენ არასტაბილურობის შექმნის საფუძველს არავის მივცემთ. ჩვენი ხელისუფლება ზრუნავს, რომ საზოგადოებას ყველა კითხვაზე პასუხი გაეცეს და ქვეყანაში იყოს სტაბილურობა", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა