„ქართული ოცნებას“ დამატებით კიდევ ორი მდივანი ეყოლება

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიას 5 მდივანი ეყოლება. როგორც პოლიტსაბჭოს წევრმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, პარტიას დამატებით კიდევ ორი ახალი მდივანი ეყოლება.

"დღეს პოლიტსაბჭოს თანამდებობებზე მოხდა პირების დანიშვნა. გენმდივნის თანამდებობას კვლავ კახა კალაძე დაიკავებს. მე კვლავაც ვიქნები პარტიის აღმასრულებელი მდივანი. ასევე, პოლიტიკური მდივანი კვლავ გია ვოლსკი იქნება. დამატებით ორი ახალი მდივნის თანამდებობა შემოვიღეთ. საერთაშორისო მდივნის თანამდებობას თამარ ჩუგოშვილი დაიკავებს და რეგიონული მდივნის პოზიციას - დიმიტრი სამხარაძე“, - აღნიშნა კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა