ოპოზიციურ პარტიათა ნაწილი სამოქმედო გეგმაზე შეჯერდა და დეტალებზე დღევანდელ აქციაზე ისაუბრებს

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიათა ნაწილი დღეს, 18.00 საათზე პარლამენტის შენობის წინ დაგეგმილ აქციაში მიიღებს მონაწილეობას.

როგორც დღეს გამართული კონსულტაციების დასრულების შემდეგ ითქვა, პარტიები სამოქმედო გეგმაზე შეჯერდნენ. ამ გეგმის თაობაზე დღევანდელ აქციაზე ისაუბრებენ.

“ჩვენ საერთო სამოქმედო გეგმაზე შევთანხმდით. დღეს ყველანი ვიქნებით საინფორმაციო აქციაზე ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის გვერდით. რა მოთხოვნებიც იქნება წარმოდგენილი მათი მხრიდან, პოლიტიკურად გავუმყარებთ ზურგს. ამ საქმეს აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. ჩვენ შვილმკვდარ მამებს ხელისუფლებას არ დავაჩაგვრინებთ. აქციაზე მათი მხრიდან გაჟღერებულ მოთხოვნებს ჩვენ სრულად დავუჭერთ მხარს”, - განაცხადა “ახალი საქართველოს” წარმომადგენელმა გიორგი ვაშაძემ.

„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერის, ბაჩუკი ქარდავას ინფორმაციით, დღევანდელ აქციაზე გახდება ცნობილი, თუ როგორი იქნება სამოქმედო გეგმა. “ჩვენი მთავარი ამოცანაა სოლიდარობა და თანადგომა შვილმკვდარი მამების მიმართ. ჩვენ სამოქმედო გეგმაზე შევთანხმდით, ამ ორ გაუბედურებულ ადამიანთან ერთად გახდება ცნობილი, თუ როგორი იქნება ეს გეგმა”, - აღნიშნა ბაჩუკი ქარდავამ.

საპროტესტო აქციაში მონაწილეობას გეგმავს “ევროპუოლი საქართველოც”. “ჩვენ ასევე შევთანხმდით იმაზე, რომ ამ დღეებში გაგრძელდება კონსულტაციები იმ გარკვეულ განსხვავებებთან დაკავშირებით, რაც გვქონდა. სოლიდარობის და მხარდაჭერის აქციებში პირველივე დღიდან ვმონაწილეობდით და დღესაც აქციაზე ვიქნებით”, - განაცხადა “ევროპული საქართველოს” ერთ-ეთმა ლიდერმა სერგო რატიანმა.

ოპოზიციური პარტიები ერთობლივი განცხადების გავრცელებას გეგმავენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა