ირაკლი კობახიძე - დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა, მომდევნო კვირაში, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ჩამოყალიბდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი თემა ხორავას ქუჩაზე მოზარდთა მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის ფორმირების პრინციპები იყო. როგორც მედიასთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მომავალ კვირას, სავარაუდოდ, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც კომისიის შემადგენლობა ჩამოყალიბდება.

„დღეს გაიმართა პარტიის პოლიტსაბჭოს მორიგი სხდომა, სადაც ვიმსჯელეთ ძირითადად ორ საკითხთან დაკავშირებით. პირველი განსახილველი თემა იყო საგამოძიებო კომისია. ჩვენ ვისაუბრეთ ამ კომისიის ფორმირების პრინციპებზე. მათ შორის ვისაუბრეთ ჩვენი მხიდან სავარაუდო შემადგენლობაზე, რომელიც იქნება წარმოდგენილი კომისიაში და საბოლოოდ ჩამოყალიბდება კომისიის შემადგენლობა მას შემდეგ, რაც გავივლით კონსულტაციებს ოპოზიციასთან. სავარაუდოდ, ჩვენ დაგვჭირდება რიგგარეშე სხდომის ჩატარება, მოწვევა მომავალ კვირაში და იმ სხდომაზე ჩამოყალიბდება უკვე კომისიის შემადგენლობა,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საგამოძიებო კომისია მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ხორავას ქუჩაზე მომხდარისთვის ნათელის მოსაფენად.

“ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საგამოძიებო კომისია არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ამ საკითხისთვის ნათელის მოსაფენად. როგორც მოგეხსენებათ, ეს იყო საპარლამენტო უმცირესობის ინიციატივა და მათი ინიციატივის საფუძველზე შეიქმნა კომისია. ეს არის ძალიან კარგი ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ჩვენ საბოლოოდ ნათელი მოვფინოთ ამ საქმეს. ჩვენი ამოცანა ეს არის და ამაზე რა თქმა უნდა, ოპოზიციასთან გვექნება კონსულტაციები, “,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს