გიორგი ვაშაძე ზაზა სარალიძეს მოუწოდებს, უახლოესი 15 წუთის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე მყოფ პოლიტიკოსებს გამოეხმაუროს

„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ზაზა სარალიძეს მოუწოდებს, უახლოესი 15 წუთის განმავლობაში გამოეხმაუროს რუსთაველის გამზირზე მყოფ პოლიტიკოსებს.

მისი თქმით, არავინ იცის სად იმყოფება ზაზა სარალოძე. „18:15 საათზე ზაზამ ზვიად კუპრავას მისწერა, რომ მოვიდოდა აქციაზე, თუმცა ამჟამად ვერ ვუკავშირდებით. ვერავინ ვპოულობთ. თითქოს ლომჯარიასთანაა, ამაზე არანაირი განცხადება არავის გაუკეთებია. თუ მას ესმის, ვთხოვთ, გააკეთოს განცხადება. ზაზა, შენს თავს არავის დავაჩაგვრინებთ. ველოდებით 15 წუთში შენს განცხადებას. ვიცით, რომ სუსი და კუდი დასდევდა ზაზას. ჩვენ ვითხოვთ ხელისუფლებისგან საგანგებო განცხადებას ზაზას ადგილმდებარეობის შესახებ და რომ მას ყველაფერი რიგზე აქვს“, - აღნიშნა ვაშაძემ.

თუმცა, თავად ზაზა სარალიძემ ვაკის პარკში ყოფნის დროს განაცხადა, რომ ბრძოლას მარტო გააგრძელებს და სახლში მიდის დასასვენებლად. „მარტო ვრჩები ამ ბრძოლის ველზე“, –განაცხადა ზაზა სარალიძემ და დასძინა, რომ „ვერც აქ და ვერც იქ ვეღარ დავინახე ერთობა“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა