ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის საგამოძებო მასალების შესწავლას ხვალიდან სახალხო დამცველის თანამშრომლები დაიწყებენ

ხვალ დილიდან ჩვენი თანამშრომლები დაიწყებენ აღნიშნული საქმის საგამოძებო მასალების შესწავლას, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ომბუდსმენმა საზოგადოებას მაქსიმალური სიმშვიდისა და სამუშაო რეჟიმში მოქმედებისკენ მოუწოდა.

„ყველა ვთანხმდებით, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე არსებობს კითხვის ნიშნები. ამ კითხვის ნიშნებს სჭრდება პასუხები. სახალხო დამცველი აგრძელებს ამ საქმის მონიტორინგს. აუცილებელია, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობების საქმეზე გარდაცვლილი პირების მიმართ მართლმსაჯულება ეფექტურად აღსრულდეს. ხვალ დილიდან ჩვენი თანამშრომლები დაიწყებენ აღნიშნული საქმის საგამოძებო მასალების შესწავლას.

აქვე მინდა მოვუწოდო საზოგადოებას სიმშვიდისკენ. მაქსიმალურად გთხოვთ დიალოგის და სამუშაო რეჟიმში დავაკვირდეთ მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებს და ჩვენ ვეცდებით ყოველდღიურ რეჟიმში მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი მონიტორინგის შედეგების შესახებ“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველმა ასევე აღნიშნა, რომ ომბუდსმენის აპარატმა სისხლის სამართლის საქმის მასალებიც გამოითხოვა შესაფასებლად და მათ შესწავლას მაშინვე დაიწყებს, როგორც კი აღნიშნიშნული მასალები გადაეცემა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო