გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენი მიზანია, რომ მთავარი პროკურორის კანდიდატურა შერჩეული იყოს საზოგადოების მაქსიმალური ლეგიტიმაციით

ჩვენი მიზანია, რომ მთავარი პროკურორის კანდიდატურა შერჩეული იყოს საზოგადოების მაქსიმალური ლეგიტიმაციით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სხდომაზე კონკრეტულ კანდიდატზე საუბარი არ ყოფილა. "ორშაბათიდან იუსტიციის სამინისტრო დაიწყებს საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით მომავალი მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე მსჯელობას. ეს კონსულტაციები იქნება მაქსიმალურად ფართო. ჩვენი მიზანია, რომ მთავარი პროკურორის კანდიდატურა, რომელიც იქნება შერჩეული, იყოს მაქსიმალური ლეგიტიმაციით საზოგადოების მხრიდან. კონკრეტულად კანდიდატებზე პოლიტსაბჭოზე მსჯელობა არ ყოფილა", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა ჟურნალისტებთან ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შსს-ს უკვე დაწყებული აქვს გამოძიება და იკითხებიან მოწმეები. "ორი დღის წინ შს მინისტრთან და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთად შევხვდი სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას, რომელმაც მოგვაწოდა ის კითხვები, რომელიც კონკრეტულად სარალიძის და დადუნაშვილის მკვლელობის საკითხთან დაკავშირებით არსებობს. შსს-მ უკვე დაიწყო დაკითხვების პროცედურები, კონკრეტულად დანაშაულის შეუტყობინებლობის და მოწმეებზე ზეწოლის მიმართულებით. ასე რომ, ეს პროცესიც მიმდინარეობს", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მიხეილ კალანდია - თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 19 წლის ასაკში პოლიტიკური პატიმარი ვარ
ქართული პრესის მიმოხილვა 21.11.2019
დავით უსუფაშვილი - „გერმანული მოდელი“ სწორედ იმიტომ იქნა შერჩეული, რომ იგი ყველაზე ადეკვატური კონტრნაბიჯია, რათა პროცესები კონტროლიდან არ გამოვიდეს
რესქულში უძრავი ქონების შეფასების კურსი 25 ნოემბერს დაიწყება
კომპანია „ფრეგო“-ს მთავარი ინვესტორის ღია წერილი
BCard - "ემბისის" ბიზნეს ბარათი მცირე ფერმერებისა და მიკრო მეწარმეებისთვის
უნიმანია "უნიქარდისგან" - ექსკლუზიური შეთავაზება მინიმალური ქულებით (R)