დღეს ტურიზმისა და მასპინძლობის მე-3 კონფერენცია გაიმართება

სასტუმრო "ბილტმორ თბილისში" დღეს, Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ორგანიზებით ტურიზმისა და მასპინძლობის რიგით მე-3 კონფერენცია გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, კონფერენციას დაესწრება პროექტის თანადამფუძნებელი, მმართველი პარტნიორი მარინა ჩაიკა, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე.

„ტურიზმის და მასპინძლობის კონფერენცია „Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების“ პროექტის ფარგლებში არსებული საუკეთესო ბიზნეს პლატფორმაა, რომლის მეშვეობითაც ინდუსტრიის წარმომადგენლებს ეძლევათ ერთმანეთთან კომუნიკაციის, ინფორმაციის გაცვლის, ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში, აგრეთვე ზოგადად, ქართულ ბიზნეს სექტორში არსებული სიახლეების გაგების შესაძლებლობა.

ტურიზმისა და მასპინძლობის მე-3 კონფერენციას დაესწრება 400-ზე მეტი სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენელი, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტი, ასევე მედიის წარმომადგენლები.

„Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების“ პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.awards-tourism.com“-აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა