მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი - გზების ხარისხის რეიტინგში საქართველო ბოტსვანასა და ჰონდურასთან ერთად, 80-82 ადგილზეა

გზების ხარისხის რეიტინგში საქართველო ბოტსვანასა და ჰონდურასთან ერთად 80-82 ადგილებს იყოფს, - ამის შესახებ ნათქვამია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში Global Competitiveness Index 2017-2018.

სულ ჩამონათვალში 137 ქვეყანა მოხვდა. 7-ქულიანი სისტემით საქართველომ, ისევე როგორც ბოტსვანამ და ჰონდურასმა 3,8 ქულა დააგროვა და 80-82 ადგილებზე მოხვდა.

რეიტინგის მიხედვით, საუკეთესო გზები არაბთა გაერთიანებულ საემიროებში (6,4), სინგაპურსა (6,3) და შვეიცარიაშია (6,3). პირველ ათეულში ასევე მოხვდნენ: ჰონგ-კონგი, ნიდერლანდები, იაპონია, საფრანგეთი, პორტუგალია, ავსტრია და აშშ.

პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის საუკეთესო მაჩვენებლები აზერბაიჯანს, ლიტვასა და ესტონეთს აქვთ, რომლებიც 36-38 ადგილებზე აღმოჩნდნენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა