პარლამენტს, ბიუროს უახლოეს სხდომაზე, განსახილველად ახალი რეგლამენტის პროექტი წარედინება

არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე, პარლამენტის სრულიად ახალი რეგლამენტი ამოქმედდება. ახალი რეგლამენტის პროექტი ინიცირებისთვის მზად არის და ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება. ინიციატორ დეპუტატთა შორის არის პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

ახალი რეგლამენტით პარლამენტის მუშაობასთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხები იცვლება, ეს მათ შორის ეხება პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციებს, თავად პარლამენტის სტრუქტურას, საპარლამენტო საქმიანობის გამჭვირვალობასა და მოქალაქეებთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ერთ-ერთ ნოვაციას წარმოადგენს საკანონმდებლო დონეზე ოპოზიციის ტერმინის განმარტება - ოპოზიციად ჩაითვლება პარლამენტის წევრთა ჯგუფი, რომელიც არ არის საქართველოს მთავრობის ფორმირების შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილების მომხრე, მანამდე, სანამ აღნიშნულ პოზიციას არ უარყოფს საჯაროდ ან წერილობით.

აღსანიშნავია, რომ ახალი რეგლამენტის პროექტში, პარლამენტის სასახლის ადგილსამყოფელად მითითებულია ქალაქი ქუთაისი, რომლის დროებით შეცვლა სხდომის ან სესიის ჩატარების მიზნით დასაშვებია მხოლოდ საგანგებო და საომარი მდგომარეობების დროს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს