20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი საქმეში სხვა პირების მონაწილეობას არ გამორიცხავს

თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის, ლადო გრიგალაშვილის, ადვოკატი საქმეში სხვა პირების მონაწილეობას არ გამორიცხავს.

როგორც ნაირა ოტიაშვილმა წინასასამართლო სხდომის დაწყებამდე განაცხადა, გარდაცვლილს ჭრილობები მხოლოდ დანით არ აქვს მიყენებული.

"სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვს გოგონას, სხვადასხვა საგნებით მიყენებული. ბრალის ფორმულირებაში გვაქვს შემდეგი მოცემულობა, რომ 33 ჭრილობა განხორციელებულია დანის გამოყენებით, ეს ასე არ არის", - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, ანა ნაცვლიშვილს ჭრილობები მიყენებული აქვს სამი სახის საგნით: ბლაგვი, მჭრელი და მჩხვლეტავი.

მისივე თქმით, დღეს, წინასასამართლო სხდომაზე განიხილება დაცვისა და ბრალდების მხარის მტკიცებულებათა დასაშვებობა, ასევე საქმის არსებითად წარმართვის ან საქმის შეწყვეტის შესახებ იქნება შუამდგომლობა.

ნაირა ოტიაშვილის თქმით, აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო დღეს არ იმსჯელებს.

"მე დავაყენე წინასასამართლო სხდომაზე რიგ მტკიცებულებათა დაუშვებლობოს საკითხი. დღეს მოვისმენ ბრალდების მხარის პოზიციას აღნიშნულთან დაკავშირებით და სასამართლო გადაწყვეტს დასაშვები იქნება არსებითად განხილვისთვის თუ არა", - განაცხადა ოტიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ჩვენებას არ მისცემს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა