საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების საკითხზე, დღეს პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს მოუსმენენ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების საკითხზე, დღეს პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დავით დონდუას მოუსმენენ.

მინისტრის მოადგილე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა კომისიის გაერთიანებულ სხდომაზეა მოწვეული.

„არაღიარების მიმართულებით ხელისუფლებას ძალიან თანმიმდევრული პოლიტიკა აქვს. ჩვენ საკომიტეტო სხდომაზე ვისაუბრებთ, თუ რა ნაბიჯები გადაიდგა და როგორია სამოქმედო გეგმა. რა თქმა უნდა, უნდა გვქონდეს კოორდინირებული მიდგომა. სირიის მცდარი ქმედება არანაირად არ უქმნის საფრთხეს არაღიარების პოლიტიკას. ჩვენ ამას არ განვიხილავთ, როგორც რამენაირ საფრთხეს არაღიარების მიმართულებით. ჩვენი ერთ–ერთი პრიორიტეტია არაბულ სახელმწიფოებთან თანამშრომლობა და ამ მიმართულებით არის ძალიან დიდი წარმატება“, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ.

დავით დონდუასთან შეხვედრა მედიისთვის დახურული იქნება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო