თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობასთან დაკავშირებული წინასასამართლო სხდომა დაიხურა

თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობასთან დაკავშირებული წინასასამართლო სხდომა დაიხურა. მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა წინასასამართლო სხდომის დახურვასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა. როგორც მან განმარტა, ამის მიზეზი ის პირადი ხასიათის ინფორმაციაა, რომელიც საქმეშია.

როგორც სხდომის დაწყებამდე ბრალდებულის ადვოკატმა ნაირა ოტიაშვილმა განაცხადა, დღეს საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომაზე განიხილება დაცვისა და ბრალდების მხარის მტკიცებულებათა დასაშვებობა, ასევე საქმის არსებითად წარმართვის ან საქმის შეწყვეტის შესახებ იქნება შუამდგომლობა.

შეგახსენებთ, რომ თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი 22 თებერვალს მოკლეს. მას ყელის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული და ასევე დაზიანებები აღენიშნებოდა თავის არეში. პოლიციამ ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით ლადო გრიგალაშვილი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო