დიმიტრი ქუმსიშვილი - ტურიზმი ჩვენს ეკონომიკაში იმდენივეს აგენერირებს, რამდენსაც მთელი ექსპორტი რეექსპორტის ჩათვლით

ტურიზმი ჩვენთვის ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი დარგია, რომელიც აგენერირებს ჩვენს ეკონომიკაში ზუსტად იმდენივეს, რამდენსაც მთელი ექსპორტი რეექსპორტის ჩათვლით, - ამის შესახებ ტურიზმისა და მასპინძლობის რიგით მე-3 კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენცია „Welcome to Georgia - ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების“ ორგანიზებით მოეწყო.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, „თუ შარშან ექსპორტ-რეექსპორტმა 2 მილიარდ 760 მილიონი დოლარი დაგენერირა ჩვენს ქვეყანაში, ტურიზმმა - 2 მილიარდ 750 მილიონი დოლარი მოიზიდა, როგორც სერვისების ექსპორტმა.“

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ახალი გადათვლილი მეთოდოლოგიით, 2017 წელს 7 მლნ. 900 ათასი საერთაშორისო მოგზაური ეწვია საქართველოს.

„წელს ჩვენ ასევე რეკორდულ მაჩვენებლებს ველოდებით,” - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ტურიზმისა და მასპინძლობის მე-3 კონფერენციის მუშაობაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, აგრეთვე სახელმწიფო და კერძო სექტორის 350-ზე მეტი წარმომადგენელი, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტი და მედია.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო