მდინარე მტკვრის დონე თბილისსა და მცხეთაში 3 დღით ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდება

5 ივნისიდან 7 ივნისის ჩათვლით სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია“ ზაჰესის და ორთაჭალჰესის წყალსაცავებზე გეგმიურ სამუშაოებს განახორციელებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციიდან“ აცნობეს.

კომპანიის განცხადებით, მოხდება წყალსაცავების გარეცხვა, რაც მიზნად ისახავს წყალსაცავებზე დაგროვილი ნაგვის გატანა–გაწმენდას და აღნიშნული სამუშაოები განხორციელდება ყველა უსაფრთხო ნორმის დაცვით. გარეცხვითი სამუშაოები განხორციელედება გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის დოკუმენტის და კანონმდებლობით დადგენილი გარემოსდაცვითი ნორმების გათვალისწინებით. სამუშაოები შეთანხმებულია საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან და გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან.

„გარეცხვითი სამუშაოები გაგრძელდება 3 დღის განმავლობაში, რაც გამოიწვევს „ზაჰესის“ და „ორთაჭალჰესის“ სამ დღიან გაჩერებას. ამასთან, ორთაჭალჰესის წყალსაცავის გარეცხვა ხდება ზაჰესის წყალსაცავის გარეცხვის პარალელურად. შედეგად, თბილისში და მცხეთაში, მდინარე მტკვარის კალაპოტში წყლის დონე დაიწევს და დაუბრუნდება ბუნებრივ ნიშნულს“, – აცხადებენ კომპანიაში.

მათივე განცხადებით, სს „ენერგო–პრო ჯორჯია გენერაცია“ ყოველწლიურად ატარებს კომპანიის საკუთრებაში არსებული ჰესების წყალსაცავების გაწმენდით სამუშაოებს, რაც ხელს უწყობს ჰიდროელექტროსადგურების ეფექტურ მუშაობას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო