ბექა ნაცვლიშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, მემანქანეებსა და სატრანსპორტო კომპანიას შორის მოლაპარაკებებში ჩაერთოს

უმრავლესობის დეპუტატის ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, სატრანსპორტო კომპანიასა და მეტროპოლიტენის თანამშრომლებს შორის ვითარების დალაგება მხოლოდ მოლაპარაკების მეშვეობით შეიძლება მოგვარდეს. მისი თქმით, ის მზად არის ჩაერთოს მოლაპარაკების პროცესში, თუკი ამის სურვილი ორივე მხარეს ექნება.

ბექა ნაცვლიშვილი აქციაზე მივიდა, რომელსაც ხელფასების გაზრდის მოთხოვნით მეტროპოლიტენის თანამშრომლები მეორე დღეა მართავენ. მისი თქმით, მერიასთან კონსულტაციები არ ჰქონია ამ საკითხზე და ვითარებას მხოლოდ მედიის მეშვეობით იცნობს.

"ჩვენ საქმის კურსში ვართ, რომ მიმდინარეობდა მოლაპარაკება, რომელმაც შედეგი არ გამოიღო. აქედან გამომდინარე, ცოტა ხისტი დამოკიდებულება ვიგრძენით, ზოგადად სატრანსპორტო კომპანიის ადმინისტრაციის მხრიდან. ამიტომ გვაინტერესებს რას ეფუძნება ეს ყველაფერი. ვეცდებით, რომ გავარკვიოთ რა ხდება. თუ სურვილი ექნებათ, შეიძლება შევასრულო შუამავლის როლი. ამის გამოცდილება მაქვს. ამიტომ, კარგი იქნება გავიგოთ პოზიციები. უპირველეს ყოვლისა მაინტერესებს მემანქანეთა პოზიცია იმიტომ, რომ სატრანსპორტო კომპანიის პოზიციები ჩემთვის მეტნაკლებად ნათელია. თუ სურვილი ექნება ორივე მხარეს, დიდი სიამოვნებით ჩავერთვები. დარწმუნებული ვარ მოლაპარაკების გზით ყველა პრობლემა შეიძლება გადაიჭრას“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა