გიორგი ვაშაძე - ჩვენ არ ვამბობთ, რომ აუცილებლად უნდა დავესწროთ პრემიერთან შეხვედრას, როგორც ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი გადაწყვეტენ, ისე იქნება

ყველაფერში მოგყვებით. პრემიერის მხრიდან პირობების შეცვლა არ არის სწორი, მაგრამ იცოდე, რომ ჩვენით პრობლემას არ შეგიქმნით. შენ როგორც გადაწყვეტ, ისე იქნება. მე მაქვს ყველასთან თხოვნა, რომ ზედმეტად ამ ადამიანზე ფსიქოლოგიურ წნეხს ნუ მოვახდენთ. ეს ორი კაცი დადგება, მოილაპარაკებს და ყველაფერი ისე იქნება,“ - ამ სიტყვებით პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ზაზა სარალიძეს მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმართა. როგორც ვაშაძემ მოგვიანებით ჟურნალისტებთან აღნიშნა, პოლიტიკოსები პრემიერთან შეხვედრის თაობაზე არანაირ მოთხოვნებს არ აყენებენ.

„რომ არავის ეგონოს, რომ ჩვენ პოლიტიკოსები ჩვენს პოზიციებს ვაყენებთ, გუშინ ზაზამ თვითონ გვითხრა ეს ფორმატი, ამიტომ მოვედი აქ. მინდა ვთქვა, რომ მარტო იმის გამო შეიყვანეს მაჩალიკაშვილი ამ პროცესში, რომ ლაივში ჩავრთეთ და სამარცხვინო ქმედებაზე უარის თქმისკენ მოვუწოდეთ პრემიერს. ჩვენ ვამბობთ, რომ არანაირ მოთხოვნას არ ვაყენებთ, რომ გინდა თუ არა ჩვენ უნდა ვიყოთ. რასაც გადაწყვეტს ის ორი კაცი, ყველაფერი ისე იქნება,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს