დონალდ ტრამპი - ჩვენ უფრო მეტს მივაღწიეთ, ვიდრე ნებისმიერმა სხვა პრეზიდენტმა პრეზიდენტობის პირველი 500 დღის განმავლობაში

დღეს აშშ-ს პრეზიდენტის თანამდებობაზე ჩემი მე-500 დღეა და ჩვენ ბევრს მივაღწიეთ. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„ბევრი ფიქრობს, რომ ჩვენ უფრო მეტს მივაღწიეთ, ვიდრე ნებისმიერმა სხვა პრეზიდენტმა პრეზიდენტობის პირველი 500 დღის განმავლობაში“, - აღნიშნავს აშშ-ს პრეზიდენტი.

დონალდ ტრამპი ხაზგასმით აღნიშნავს იმ მიღწევებს, რომელიც მისი პრეზიდენტობისას დადგა.

„მასიური საგადასახადო და სარეგულაციო შემცირებები, სამხედროებისა და ვეტერანებისთვის გაწეული მხარდაჭერა, დანაშაულისა და არალეგალური იმიგრაციის შემცირება, ძლიერი საზღვრები, საუკეთესო ეკონომიკა და უმუშევრობის რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი და კიდევ ბევრი სხვა რამე“, - დასძინა დონალდ ტრამპმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს