ექსპერტების დასკვნით, ზაფხულში, საქართველოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმაზე 1-2 გრადუსით მაღალი, ხოლო ნალექი ნორმაზე ნაკლები იქნება

ექსპერტების დასკვნით, საქართველოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 60%-იანი ალბათობით, ნორმაზე 1-2 გრადუსით მაღალი, ხოლო ნალექი 45%-იანი ალბათობით, ნორმაზე ნაკლები იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ზაფხულის სეზონზე ჰაერის საშუალო ტემპერატურის ნორმა საქართველოს დაბლობსა და ბარში +20, +23, მთაში +17, +20, მაღალ მთაში +14, +16 გრადუსს შეადგენს.ზაფხულის სეზონზე ნალექების ნორმა შავი ზღვის სანაპირო ზოლში 500-580 მმ, კოლხეთის დაბლობზე 250-500 მმ, მთაში 220-260 მმ, მაღალ მთაში 300-350 მმ, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 150-300 მთასა და მაღალ მთაში 190-300 მმ - ის ფარგლებშია.

„მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO)-ს ექსპერტების დასკვნით, 2018 წლის ზაფხულის პერიოდში ბალკანეთის ნახევარკუნძულის, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს და კავკასიის რეგიონის ამინდის ფორმირებას, წყნარ, ატლანტიკისა და ინდოეთის ოკეანეებში მიმდინარე და მოსალოდნელი პროცესები განაპირობებს.

აღნიშნულ რეგიონებში, ზაფხულში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმაზე (საშუალო მრავალწლიური მნიშვნელობა) მაღალი, ხოლო ნალექები, ნორმაზე ნაკლებია მოსალოდნელი“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა