ზაზა გაბუნია - საგამოძიებო კომისიის შექმნა არის ყველაზე ხმამაღალი განაცხადი, რაც შეიძლებოდა გაეკეთებინა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს

საგამოძიებო კომისიის შექმნა არის ყველაზე ხმამაღალი განაცხადი, რაც შეიძლებოდა გაეკეთებინა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა გაბუნიამ “პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსის“ ეთერში, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შექმნილი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის კომენტირებისას განაცხადა.

“გამიჭირდება გითხრათ, კონკრეტული თანამდებობის პირების მიერ რატომ არ იქნა გადაწყვეტილება მიღებული უფრო ადრე შეხვედრასთან დაკავშირებით. მე შემიძლია გიპასუხოთ, მიიღო თუ არა მყისიერი გადაწყვეტილებები ინსტიტუციამ, რომელსაც მე წარმოვადგენ. მივიღეთ დროული გადაწყვეტილება და ავამუშავეთ პარლამენტის ხელში არსებული უპრეცედენტო ინსტრუმენტი, რომელიც მოიტანს არა მარტო გამოძიებასთან დაკავშირებით შეკითხვებზე პასუხებს, არამედ იმ უფლებამოსილ პირებთან დაკავშირებით პასუხებსაც, იმოქმედეს თუ არა მათ კანონის ფარგლებში, დააფარეს თუ არა ხელი ცალკეულ ადამიანებს და ამ კომისიის შექმნა ნიშნავს სწორედ იმას, რომ ჩვენ, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო მზად ვართ, რომ ამ შეკითხვებზე ინსტიტუციამ გასცეს პასუხები. ეს არის ყველაზე ხმამაღალი განაცხადი, რაც შეიძლებოდა გაეკეთებინა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს“, - განაცხადა გაბუნიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს