თბილისის მერსა და მეტროპოლიტენის გაფიცულ თანამშრომლებს შორის მოლაპარაკება დაიწყო

თბილისის მერსა და მეტროპოლიტენის გაფიცულ თანამშრომლებს შორის შეხვედრა დაიწყო. შეხვედრას ესწრებიან „ერთობა 2013“–ის წარმომადგენლები, რომლებიც გაფიცვას უწევენ ორგანიზებას, ასევე, დედაქალაქის ვიცე მერი ირაკლი ხმალაძე.

შეხვედრა მედიისთვის დახურულია, თუმცა როგორც ცნობილია, საუბარი შეეხება მეტროპოლიტენის თანამშრომელთათვის ხელფასების 45%–მდე გაზრდას, ასევე მეტროპილიტენის გაჩერების გამო შექმნილი რთული ვითარების მოგვარებას.

ჯერჯერობით თბილისის მერიის ოფიციალური პოზიცია, თუ როგორ წარმოუდგენია ხსენებული პრობლემის მოგვარება, უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით კი, იმ შემთხვევაში, თუ მეტროპოლიტენის თანამშრომლებისთვის ხელფასების 45%–იანი მომატება დაკმაყოფილდება, შესაძლოა, აღნიშნულმა გავლენა იქონიოს მეტროპოლიტენის მგზავრობის საფასურთან.

შეხვედრის დაწყებამდე მხარეებს მედიისთვის კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა