ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დროებით საგამოძიებო კომისიას სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დროებით საგამოძიებო კომისიას პარლამენტის ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ გუშინ გამართულ ბრიფინგზე "ევროპული საქართველოს" წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

"ჩვენ გვქონდა დისკუსია და ამ ძალიან რთულ და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე შევარჩიეთ სერგი კაპანაძის კანდიდატურა. დარწმუნებული ვარ, სერგი სრული პასუხისმგებლობით მიუდგება ამ ამოცანის შესრულებას",- განაცხადა ბოკერიამ.

სერგი კაპანაძემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ კომისიის მუშაობა ადვილი არ იქნება, თუმცა ის გამოიყენებს ყველა ინსტუმენტს, მათ შორის უმაღლესი თანამდებობის პირების დაკითხვას, რათა ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის საქმის გამოძიების თაობაზე საზოგადოებაში კითხვები არ დარჩეს.

საგამოძიებო კომისია ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შეიქმნა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო