გაფიცული მემანქანეები იმედოვნებენ, რომ მერიის წარმომადგენლებთან მოლაპარაკება კვლავ გაიმართება

გლდანის დეპოში თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლები ხელფასების გაზრდის მოთხოვნით მესამე დღეა შიმშილობენ და აქციას მართავენ. აქციაზე იმყოფებიან როგორც მემანქანეები, ასევე ესკალატორის თანამშრომლები და ზეინკლები. როგორც "ინტერპრესნიუსს" ორგანიზაცია "ერთობა 2013"-ის ხელმძღვანელმა რატი კაპანაძემ განუცხადა, ხელფასების გაზრდის თაობაზე ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, პროტესტს არ შეწყვეტენ.

ამასთან, კაპანაძე დადებითად აფასებს გუშინ, თბილისის მერის, კახა კალაძის მოლაპარაკებაზე მისვლას და იმედოვნებს, რომ მოლაპარაკების პროცესი გაფიცულებსა და მერიის წარმომადგენლებს შორის კვლავ გაიმართება.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის აპარატი ჩართულია ამ პროცესებში.

"მიმდინარეობს გაფიცვის მესამე დღე, თუმცა მეტროპოლიტენი მეორე დღეა გაჩერებულია. რაც შეეხება კახა კალაძის გუშინ ჩვენთან მოსვლას, ეს დადებით ნაბიჯად უნდა შეფასდეს, იმიტომ, რომ მოლაპარაკებები დაიწყო, რასაც ჩვენ მუდმივად ვითხოვდით. ჩვენი თვითმიზანი არ არის მეტროპოლიტენის გაჩერება და საზოგადოებისთვის დისკომფორტის შექმნა. რადგანაც გუშინ პირველი ნაბიჯი გადმოიდგა, ვფიქრობთ, რომ დღესაც გაიმართება შეხვედრები და ვიმედოვნებთ, რომ ალბათ, დადებითი პასუხი გამოიძებნება ამ შეხვედრებზე. მერიიდან ჯერჯერობით გამოხმაურება არ არის, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ წამოვლენ შეხვედრებზე. საგაფიცვო პერიოდი უნდა დასრულდეს კონკრეტული შეთანხმების საფუძველზე. მოთხოვნა უცვლელი რჩება", - განაცხადა კაპანაძემ.

შეგახსენებთ, მემანქანეები კვირას გაიფიცნენ. ისინი აცხადებენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ, ვიდრე მათი მოთხოვნა ხელფასების მომატებაზე, არ დაკმაყოფილდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს