ირაკლი შოთაძე თანამშრომლებს დაემშვიდობა

ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე თანამშრომლებს დაემშვიდობა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს, ირაკლი შოთაძემ საქართველოს პროკურატურის თითოეულ თანამშრომელს დაუღალავი შრომისთვის და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

როგორც მან შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოს პროკურატურა ყოველთვის იყო კანონიერების და მართლმსაჯულების სადარაჯოზე და მართლმსაჯულების აღსასრულებლად თითოეული თანამშრომელი მუხლჩაუხრელად შრომობდა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი უწყება გააგრძელებს განვითარებას და უდიდეს როლს შეასრულებს განვითარებული სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების გზაზე. მე ვრჩები საქართველოს პროკურატურის გულშემატკივრად“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ შეხვედრის დასასრულს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს