„პირველი რესპუბლიკის მოედანზე“ გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება – „გაამწვანე შენი ავტომობილი“ გაიმართა

„პირველი რესპუბლიკის მოედანზე“ გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით “სუფთა ჰაერისთვის” ფარგლებში ღონისძიება – „გაამწვანე შენი ავტომობილი“, გაიმართა.

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” და „ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაცია“.

აღნიშნულთან დაკავშირებით, „პირველი რესპუბლიკის მოედანზე“ მცენარეებით შემოსილი ავტომობილის მწვანე კონსტრუქცია დაიდგა, რომლის გზავნილია - “გაამწვანე შენი ავტომობილი”. ღონისძიების მიზანი პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მნიშვნელობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იყო.

ორგანიზატორებმა მოუწოდეს მძღოლებს, ავტომობილის ტექ-ინსპექტირებით, მძღოლებმა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაში თავიანთი წვლილი შეიტანონ.

ღონისძიებაზე ასევე განთავსებული იყო მწვანე სტარტაპების მოდელები და  ახალგაზრდების ფოტო-ნამუშევრები სუფთა ჰაერის თემაზე, რომელიც არსებულ ვითარებას გამოხატავდა.

ასევე, სერვანტესის სახელობის გიმნაზიის „აია – ჯესს“ მე–11 კლასის მოსწავლეებმა: შორენა და მარინა გუჯაბიძემ და დეა ილარიანოვამ მათ მიერ გამოგონებული „წყლის ფარი“ წარმოადგინეს. მათივე თქმით, ეს ინოვაციური ტექნოლოგია ჰაერს სოკოვანი სპორების, მიკრობებისა და ვირუსებისგან ასუფთავებს.

აქციაში საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ასევე საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა მონაწილეობდა.

„გაამწვანე შენი ავტომობილი“ გულისხმობს გაიარე ტექნიკური ინსპექტირება. დღეს ჩვენი ავტომობილების 45% მოძველებულია და 20 წელს გადაცილებულია. ამას ჩვენ ჩვენი ჯანმრთელობის ფასად ვიხდით. საზოგადოებამ უნდა გავიაზროთ, რომ ასეთი ავტოპარკი ყოველწლიურად გაზრდილ დაავადებულთა რაოდენობას ნიშავს. განსაკუთრების ყველაზე მოწყვლადი ბავშვების ჯგუფია. ამიტომ საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის თანამშრომლობა ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. ამიტომ, „გაამწვანე შენი ავტომობილი“ ნიშნავს, ავარჩიოთ უფრო ნაკლებძრავიანი, გავიაროთ ტექინსპექტირება და ყოველდღიურ რეჟიმში ეკომართვის წესები დავნერგოთ, რაც თავიდან აგვაცილებს ძლიერ გამონაბოლქვს. ამასთან საჭიროა განხორციელდეს საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებიც ხელს შეუშლის ძველი ავტომობილების შემოდინებას ქვეყანაში და ჯანსაღტრანსპორტს წაახალისებს“, – განცხადა “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” თავმჯდომარემ ეკა ლალიაშვილმა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან იურიდიული პირების ავტოტრანსპორტის ტექ-ინსპექტირების რეგულაცია ძალაში შედის. მანამდე კი კანონი მხოლოდ სამგზავრო და სატვირთო ავტობუსებისთვის, მიკრო-ავტობუსებისთვის, მისაბმელი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტისთვის მოქმედებს.

მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში ინსპექტირებულია 23 878 ავტომობილი აქედან 74%-ი გამართული, ხოლო 23%-ი დახარვეზებულია, განმეორებითი

შემოწმება გაიარა 68%-მა, განმეორბით დახარვეზებულია - 4%-ი, გზაზე გადაადგილება აეკრძალა 625 ავტომობილს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო