ჯუზეპე კონტე - იტალიის ახალი მთავრობა რუსეთისთვის სანქციების გადახედვის საკითხს წამოაყენებს

იტალიის ახალი მთავრობა რუსეთისთვის სანქციების გადახედვის საკითხს წამოაყენებს, - ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ განაცხადა.

„ჩვენ რუსეთთან მიმართებაში ღია პოლიტიკას დავუჭერთ მხარს. ბოლო დროს რუსეთმა სხვადასხვა გეოპოლიტიკური კრიზისების გადაჭრაში თავისი როლის კონსოლიდირება მოახდინა. ჩვენ წამოვწევთ სანქციების სისტემის გადახედვის საკითხს. საუბარია განსაკუთრებით იმ სანქციებზე, რომელიც რუსეთის ეკონომიკასა და სამოქალაქო საზოგადოებას ურტყამს“, - განაცხადა ჯუზეპე კონტემ.

ამავდროულად მან აღნიშნა, რომ იტალია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთგული წევრი რჩება, ხოლო აშშ კი მისი პრივილეგირებული პარტნიორია.

აღსანიშნავია, რომ რუსეთისთვის სანქციების მოხსნის პუნქტი ჩართული იყო ე.წ. „სამთავრობო კონტრაქტში“, რომელიც მინისტრთა ახალი კაბინეტის შექმნამდე „მოძრაობა ხუთ ვარსკვლავმა“ და პარტია „ლიგამ“ დადეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო