ამერიკული კომპანია Bechtel საქართველოში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებით დაინტერესდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ უმსხვილესი ამერიკული კომპანია Bechtel-ის წარმომადგენლებს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს. როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, 2021 წლისთვის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დასრულება იგეგმება.

„ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო მასშტაბის პროექტებს ვახორციელებთ. 2021 წლისთვის სივრცითი მოწყობის პროგრამით გათვალისწინებული ჩქაროსნული ავტომაგისტრალების დასრულებას ვგეგმავთ. ზაფხულში რიკოთის და ქვეშეთი-კობის მონაკვეთებზე ტენდერებს გამოვაცხადებთ. პროექტების მნიშვნელობიდან და სირთულიდან გამომდინარე, დაინტერესებული ვართ, მაღალი სტანდარტის გამოცდილ კომპანიებთან ვითანამშრომლოთ, რათა ხარისხიანი საგზაო ინფრასტრუქტურა მივიღოთ“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ირაკლი ქარსელაძემ კომპანიის წარმომადგენლებს რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის, ქვეშეთი-კობის, რუსთავი-წითელი ხიდის, ალგეთი-სადახლოსა და ფოთის ხიდის პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

„Bechtel 1898 წელს დაარსდა და საინჟინრო-სამშენებლო მიმართულებით მუშაობს. კომპანია, რომელიც წელს უმსხვილეს ამერიკულ კომპანიად დასახელდა, ინფრასტრუქტურულ პროექტებს 160 ქვეყანაში ასრულებს, მათ შორის ბალკანეთის ქვეყნებსა და თურქეთში. Bechtel - მა საქართველოში უკვე განახორციელა რამდენიმე პროექტი ენერგეტიკის სფეროში“, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო