სასამართლომ მეუღლის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ბრალდებული მ.ყ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-117-ე მუხლის პირველი ნაწილით, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროკურატურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 4 თებერვალს, დაახლოებით 19:30 საათზე, ქალაქ ზუგდიდში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევმა მ.ყ.-მ, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის დროს მეუღლეს - ე.ჭ.-ს დანა ესროლა, რის შედეგადაც დაზარალებულმა მუცლის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო.

სამართალდამცველებმა მ.ყ. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111-117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

„ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მ.ყ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,“ - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა