მემანქანე ზაზა ბარბაქაძე - თუ დოკუმენტურად გაფორმდება შეთანხმება, რომ 2019 წლის 1-ელი იანვრიდან გაგვეზრდება ხელფასები, მუშაობას დილიდანვე განვაახლებთ

თუ მხარეებს შორის დოკუმენტურად გაფორმდება შეთანხმება, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან გაგვეზრდება ხელფასები, მუშაობას დილიდანვე განვაახლებთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მემანქანე ზაზა ბარბაქაძემ განუცხადა. მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით მემანქანეებსა და მერიის წარმომადგენლებს შორის კომუნიკაცია არსებობს.

"ჩვენ არასდროს დაგვიყენებია საკითხი, რომ დღესვე მოხდეს ხელფასის მატება. თუმცა, ხელმოწერილი საბუთი, დოკუმენტი უნდა შედგეს იმისთვის, რომ 2019 წლის იანვარში იყოს ის, რასაც ვითხოვთ. ვფიქრობთ, რომ ამ თემაზე შეთანხმება უნდა შედგეს. გუშინ მოვიდნენ მერი და ვიცე-მერი გაფიცულებთან. მათ აქ საზოგადოებას უთხრეს, რომ ასეთ სიტუაციაში ვართ და ხალხმაც გაიგო. თუმცა, ხელმოწერილი დოკუმენტი მოითხოვა ხალხმა. გვაქვს კომუნიკაცია, ისინიც ფიქრობენ, ჩვენც ვფიქრობთ. თუ ეს შეთანხმება უახლოეს პერიოდში შედგა, მეტრო აუცილებლად ამუშავდება დილიდან. თუმცა, არ მგონია, რომ 06:00 საათიდან ამუშავდეს, ვინაიდან მემანქანეები ნაშიმშილები არიან და დასვენება უნდათ. თუ ეს შეთანხმება აუცილებლად გაფორმდება, ალბათ, 08:00 საათიდან შევძლებთ მუშაობას“, - განაცხადა ბარბაქაძემ.

თორნიკე შარაშენიძე  - „ოცნებას“ სურს ხელისუფლებაში მესამე ვადითაც დარჩენა და ამისთვის სიტუაციას ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2019
მიხეილ უკლება - ანაკლიის პროექტის განსახორციელებლად დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ დაბალანსდება შავი ზღვის რეგიონში გლობალური და რეგიონალური მოთამაშეების ინტერესები
კომპანიამ Aviabiletebi.org მობილური აპლიკაცია ანდროიდის სისტემაზეც განაახლა
SS.ge-ში გუგლის სერვისების ინტეგრაცია მოხდა
Cushman and Wakefield Georgia-ს კვლევის მიხედვით "გალერია თბილისი" თბილისის საუკეთესო სავაჭრო ცენტრად დასახელდა
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Scope Ratings-მა სს „ნიკორას“  BB- რეიტინგი მიანიჭა, სს „ნიკორა ტრეიდს“ B+ რეიტინგი დაუდასტურა