დავით უსუფაშვილი - გამოვდივართ წინადადებით, რომ მოქმედ იუსტიციის საბჭოს უფლებამოსილება შეუწყდეს

„გამოვდივართ წინადადებით, რომ მოქმედ იუსტიციის საბჭოს უფლებამოსილება შეუწყდეს“, - ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისი თქმით, საჭიროა იუსტიციის საბჭო მალევე დაკომპლექტდეს სანდო და მაღალი რეპუტაციის მქონე ადამიანებით.

„გამოვდივართ წინადადებით, რომ მოქმედ იუსტიციის საბჭოს საკანონმდებლო ჩარევით შეუწყდეს უფლებამოსილება და მის ნაცვლად მალევე და სწრაფად სანდო, საბჭო მაღალი რეპუტაციის მქონე ადამიანებით დაკომპლექტდეს, რათა სწორი მიმართულებით დაიწყოს რეფორმები. დღეს სასამართლოსა და მათი გადაწყვეტილებებისადმი ნდობა ისე სწრაფად მიექანება ქვევით, რომ ეს თუ არ გავაჩერეთ, ქვეყანაში მივიღებთ ანგარიშსწორებების, ქურდული გარჩევების, ქუჩაში ძალადობის საშინელ ტალღას“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო