ფეხბურთელების მიმართ მუქარის გამო ისრაელი-არგენტინის მატჩი გაუქმდა

ისრაელსა და არგენტინის ნაკრებებს შორის ამხანაგური თამაში, რომელიც იერუსალიმში უნდა ჩატარებულიყო, არგენტინის ნაკრების ფეხბურთელებისადმი მუქარების გამო გაუქმდა. მუქარის ობიექტი ასევე იყო არგენტინის ნაკრების ლიდერი ლიონელ მესი.

„მას შემდეგ, რაც ლიონელ მესის მოკვლით დაერმუქრნენ, არგენტინის ნაკრების სხვა ფეხბურთელებმა მისადმი სოლიდარობა გამოიჩინეს და გადაწყვიტეს თამაშზე არ გამოვიდნენ. ამგვარი მუქარები ახალი არ არის ისრაელის სპორტსმენებისა და მოსახლეობისთვის. ჩვენ მოუთმენლად ველით ჩვენს მიწაზე არგენტინული სპორტის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავის მიღების შესაძლებლობას“, - ნათქვამია არგენტინაში ისრაელის საელჩოს განცხადებაში.

ისრაელსა და არგენტინის ნაკრებებს შორის ამხანაგური თამაში 9 ივნისს იერუსალიმში უნდა ჩატარებულიყო. აღნიშნულმა პროტესტი გამოიწვია პალესტინელებს შორის. პალესტინის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა ჯიბრილ რაჯუბმა მოწოდება გააკეთა, რომ თუ თამაში შედგებოდა და ლიონელ მესი მასში მონაწილეობას მიიღებდა, მისი მაისურები დაეწვათ.

გარდა ამისა, პალესტინელი გულშემატკივრების ჯგუფმა ბარსელონაში არგენტინის ნაკრების ბაზასთან საპროტესტო აქცია მოაწყო. ისინი ისრაელთან ამხანაგური თამაშის გაუქმებას ითხოვდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა