სოფო კილაძის ხელმძღვანელობით საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აშშ-ში შეხვედრებს მართავს

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სოფო კილაძის ხელმძღვანელობით აშშ-ში შეხვედრებს მართავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს, დელეგაციის შემადგენლობაში შედიან რატი იონათამიშვილი, ირაკლი ბერაია და გიორგი ტუღუში.

მათივე ცნობით, ქართველი პარლამენტარები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილეს კრის რობინსონს შეხვდნენ.

„მხარეებმა ისაუბრეს საკონსტიტუციო ცვლილებებზე, განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა ჭრილში. ასევე, განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. კრის რობინსონი დაინტერესდა ადამიანის უფლებათა კომიტეტის საქმიანობისა და მის მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ. საუბარი ასევე, შეეხო საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებას და მის როლს ამ პროცესში.

შეხვედრაზე მასპინძელმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ს გვერდით დგომა საქართველოში დემოკრატიული რეფორმებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. მან გამოხატა მზაობა რეფორმების შემდგომი მხარდაჭერის შესახებ, მათ შორის კომიტეტთან მიმართებით. ვიზიტი ხორციელდება აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, დავით ბაქრაძის მხარდაჭერით“, - აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა