ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები სკოლის მოსწავლეებს წიგნის მოვლის კულტურას ასწავლიან

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ლაბორატორიის თანამშრომლებმა, კასპის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, წიგნის რესტავრაცია-კონსერვაციისა და აკინძვის მეთოდები შეასწავლეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს, ცოდნის გაზიარებასთან ერთად, „ხელნაწერი წიგნის შექმნაზე“ მათთვის ფილმის ჩვენებაც გაიმართა.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის ბოლოს, ხელნაწერთა ცენტრისაგან მოსწავლეებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე დაესწრნენ.

ცნობისთვის, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, კონსერვაცია-რესტავრაციის ლაბორატორია პროექტს „წიგნის მოვლის კულტურა“ ახორციელებს. პროექტი 2016 წელს დაიწყო და საქართველოს მასშტაბით, საჯარო სკოლებში წარმატებით ხორციელდება, მათ შორის მაღალმთიანი რეგიონების სკოლებში. პროექტის მიზანია, ბავშვებს გამოუმუშავდეს წიგნის მოვლის უნარ-ჩვევები, ჩამოუყალიბდეთ და აუმაღლდეთ წიგნთან სწორად მოპყრობის და მოვლის კულტურა.

პროექტი ითვალისწინებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ბიბლიოთეკებში დაცული წიგნების ფიზიკური მდგომარეობის შესწავლასა და მათი რეაბილიტაციის პროგრამის შემუშავებასაც, რაც ახალგაზრდა თაობაში მნიშვნელოვნად აუმჯობესებს რეგიონში არსებული სკოლების ბიბლიოთეკებში წიგნების მდგომარეობას და ხელს უწყობს წიგნის რესტავრაციის პოპულარიზაციას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა