კობა გვენეტაძე - თუ აღმოჩნდება, რომ ადამიანი ან პირთა ჯგუფი ახორციელებს გასესხებას და არ აქვს რეგისტრაცია, სათანადო უწყებებს მიეწოდება ინფორმაცია და ისინი შესაბამის ზომებს მიიღებენ

თუ აღმოჩნდება, რომ რომელიმე ადამიანი ან პირთა ჯგუფი ახორციელებს თანხის გასესხებას და არ აქვს რეგისტრაცია, ამასთან დაკავშირებით სათანადო უწყებებს ინფორმაცია მიეწოდება და მათი მოვალეობა იქნება, რომ შესაბამისი ზომები მიიღონ, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.

გვენეტაძე გამოეხმაურა მთავრობის ინიციატივას, რომლის თანახმად, ფიზიკურ პირებს, რომლებიც 20-ზე მეტ პირზე გასცემენ სესხებს, ვალდებულება ექნებათ, დარეგისტრირდნენ ეროვნულ ბანკში.

"2017 წლის დეკემბერში პარლამენტმა მიიღო საკმაოდ დიდი კანონპროექტი და ამ კანონპროექტში ერთ-ერთი პუნქტი ეხება მსესხებლების უფლებების დაცვას. 2019 წლის პირველი იანვრიდან ეროვნული ბანკის მიერ მოხდება მსესხებლების უფლებების დაცვა. ზოგადად, ჩვენ მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე ვმუშაობთ საფინანსო სექტორში, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს შეეხება მსესხებლებს. დამატება, რომელიც ახლა კეთდება, ზუსტად ამ მიმართულებით არის გაკეთებული. ეს მიმართულება კიდევ უფრო უნდა დაიხვეწოს. გარდა იურიდიული პირებისა და მეწარმეებისა, არსებობენ ფიზიკური პირები, რომლებიც ამ საქმიანობას აწარმოებენ და სწორედ ამ მიმართულებით არის ეს ნაბიჯი გადადგმული, რომ მოხდეს მსესხებლების უფლებების დაცვა იმ პრინციპებით, რომელიც გვაქვს შემუშავებული. რაც შეეხება გაკონტროლებას, იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ რომელიმე ადამიანი ან პირთა ჯგუფი ახორციელებს გასესხებას და არ აქვს რეგისტრაცია, ინფორმაცია მიეწოდება სათანადო უწყებებს ამასთან დაკავშირებით და მათი მოვალეობა იქნება, რომ შესაბამისი ზომები მიიღონ", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო