თბილისის მასშტაბით, ამ ეტაპზე, მოქალაქეებმა ნებაყოფლობით 49 ავტოფარეხი აიღეს

თბილისის მასშტაბით, ამ ეტაპზე, მოქალაქეებმა ნებაყოფლობით 49 ავტოფარეხი აიღეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიაში განუცხადეს.

მერიის ინფორმაციით, მიმდინარეობს 13-ის და იგეგმება კიდევ 26 ავტოფარეხის დემონტაჟი. ორ პირთან კი, მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

ცნობისთვის, ავტოფარეხების აღებისა და მათ ადგილზე მწვანე სივრცეების - ბაღების, სკვერების და სპორტული მოედნების მოწყობის ინიციატივა დედაქალაქის მერს კახა კალაძეს ეკუთვნის.

მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის წევრებს მოუწოდა, თავიანთი რაიონების მოსახლეობასთან აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაცია აწარმოონ. მოსახლეობის სურვილის შემთხვევაში, პროექტის ხარჯებს თბილისის მერია ფარავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა