სახალხო დამცველის ოფისში მიწისძვრის შედეგად ბზარები გაიზარდა და თანამშრომლების ნაწილის სხვაგან გადაყვანა გახდა საჭირო

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ომბუდსმენის სამუშაო ოფისში მიწისძვრის შედეგად ბზარები გაიზარდა, ამიტომ საჭიროა თანამშრომლების ნაწილის სხვა სამუშაო ოფისში გადაყვანა.

ლომჯარია სოციალურ ქსელში თავის გვერდზე საჯარო და კერძო ორგანიზაციებს დახმარების თხოვნით მიმართავს და ფართის გამოყოფას ითხოვს.

InterPressNews.Ge“მეგობრებო, გუშინდელი მიწისძვრის შემდგომ, ჩვენ ოფისში ბზარები კიდევ უფრო გაიზარდა. გამომდინარე იქიდან, რომ თანამშრომელთა ნაწილს მიწის ქვედა სართულებზე უწევს მუშაობა, რაც ნგრევის შემთხვევაში ევაკუაციის სირთულეს ქმნის, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იმ სართულებზე განთავსებული სამსახურები, რომლებიც მომეტებული საფრთხის ქვეშ არიან, გადავიყვანოთ სხვა შენობებში. მინდა მივმართო ყველა საჯარო და კერძო ორგანიზაციას, თუკი გაქვთ კეთილი ნება და სამუშაო სივრცე, რომ სახალხო დამცველის თანამშრომლები დაუყოვნებლოვ და დროებით მოთავსდნენ და ჰქონდეთ ნორმალური სამუშაო გარემო, გამოგვეხმაურეთ. რაოდენობებს მოგაწვდით“, - აცხადებს ნინო ლომჯარია.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს