არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საგამოძიებო კომისიისთვის სამთვიანი ვადა საკმარისი იქნება შედეგის მისაღებად

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საგამოძიებო კომისიისთვის სამთვიანი ვადა საკმარისი იქნება შედეგის მისაღებად. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამაძიებო კომისიის მუშაობა იქნება გამჭვირვალე და ეს მოხერხდება პროცესში მხარეების ჩართულობით.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, კომისიის მუშაობის პროცესში სტანდარტი იქნება დაცული და საზოგადოებას სრული ინფორმაცია ექნება.

მან ასევე ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებაზე და განმარტა, რომ პარტიის მიზანი პროცესების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება იყო.

„ამ კომისიასთან მიმართებაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთხელ აჩვენა საზოგადოებას რეალური სახე, ბიუროს სხდომაზე კატეგორიულად ითხოვდნენ კომისია შექნილიყო, მაგრამ, როგორც კი დაინახეს მხარი დავუჭირეთ კომისიის შექმნას, მაშინვე შეცვალეს განცხადება და დღეს ამბობენ, რომ ამ კომისიას აზრი არ აქვს. ამით დასტურდება, რომ მათი მოთხოვნა არ არის სამართლიანობის აღდგენა, მათი მიზანი იყო გამოეყენებინათ პოლიტიკური მიზნებისთვის“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მან ასევე განმარტა, რომ კომისიის სხდომებზე ყველა ადამიანი მივა, ვისი ინფორმაციაც დაეხმარება მართლმსაჯულების განხორციელებას.

პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია ჩამოყალიბდება.

საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა 17 წევრით განისაზღვრა. მმართველ გუნდსა და უმცირესობას შორის მიღწეული შეთანხებით, კომისიაში უმრავლესობა - 9 ადგილი “ევროპულ საქართველოს“ ექნება და კომისიას მისივე წევრი სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო