გერმანელი პროფესორები ჟვანიას სახელობის პედიატრიის კლინიკაში ოპერაციებს ატარებენ

გერმანელი პროფესორები თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში პატარა პაციენტებისთვის ოპერაციებს ატარებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან აცნობეს, გერმანიის ქალაქ დუისბურგის ყბა-სახის პლასტიკური ქირურგიისა და იმპლანტოლოგიური კლინიკის პროფესორები სულ 11 ოპერაციას ჩაატარებენ შემდეგ პათოლოგიებზე: საფეთქელ–ქვედაყბის ძვლოვანი ანკილოზი; ცხვირის თანდაყოლილი ნაპრალის რეკონსტრუქციული ოპერაცია (რინოპლასტიკა); ზედა ტუჩის თანდაყოლილი ნაპრალის რეკონსტრუქციული ოპერაცია (ჰეილოპლასტიკა); სახის თანდაყოლილი ნაპრალის რეკონსტრუქციული ოპერაცია (ურანოპლასტიკა) და სხვა.

სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის ზურაბ ვადაჭკორიას განცხადბით, საუბარია ყბა–სახის ურთულეს თანდაყოლი მანკებზე.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გერმანიის ქალაქ დუისბურგის ყბა-სახის პლასტიკური ქირურგიისა და იმპლანტოლოგიური კლინიკის პროფესორები სამედიცინო უნივერსიტეტში ვიზიტით 3 ივნისიდან იმყოფებიან. მათ 4 ივნისს სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ლექციები წაიკითხეს. ასევე პაციენტებისთვის კონსულტაციები გამართეს.

ზურაბ ვადაჭკორიას თქმით, გერმანელი საპატიო დოქტორები და პროფესორები სამედიცინო უნივერსიტეტში პერიოდულად ჩამოდიან და ლექციებს მართავენ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა