ამირან გიგუაშვილი - ახალი სახალხო ლიდერი ჯინსებიანი და კედებიანი სამოქალაქო აქტივისტი იქნება და არა ჰალსტუხიანი პოლიტიკოსი

„პოლიტიკის და სამართლის ცენტრის” თავმჯდომარის, ადვოკატ ამირან გიგუაშვილის შეფასებით, გახმაურებული საქმეების ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი დასკვნის გამოტანა შეიძლება, როგორც ხელისუფლების, ისე ოპიზიციური პარტიებისთვის.

როგორც გიგუაშვილმა აღნიშნა, ამ ეტაპზე ხელისუფლებამ შეძლო პროცესების ქუჩიდან კაბინეტებში გადატანა, მაგრამ თუ უახლოეს პერიოდში მნიშვნელოვანი ძვრები არ მოხდა დავით სალარიძის და სხვა გახმაურებული მკვლელობის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, მოვლენების განვითარებამ შესაძლოა ქვეყნის სტაბილურობას რეალური საფრთხე შეუქმნას.

“შვილმოკლული მამების თუ მშობლების მიერ სამართლის სახალხო ძიება, თავისთავად უკვე არის პოლიტიკური პროცესი და განცხადებები ამ მოვლენის აპოლიტიკურ ხასიათზე, უბრალოდ კეკლუცობაა და მეტი არაფერი. როდესაც ადამიანი ქუჩაში იწყებს მართლმსაჯულების გაპროტესტებას, ეს უკვე პოლიტიკური აქტია. პრობლემა ის კი არ არის, რომ დღეს რომელიღაც პარტია ცდილობს სალარიძის, მაჩალიკაშვილის და სხვების საქმეები პოლიტიკურ დღის წესრიგად აქციოს, პრობლემა ის არის, რომ ხალხს უბრალოდ არ აქვს ნდობა ამ პოლიტიკური დღის წესრიგისადმი. ხალხი არ ენდობა პოლიტიკურ პარტიებს, როგორც ორგანიზმს და არ ენდობიან პოლიტიკოსებს, როგორც ლიდერებს. მეტსაც გეტყვით, თუ ვინმე ასხამს დღეს მმართველი პარტიის ინტერესებზე წყალს და ანელებს საპროტესტო მუხტს ეს სწორედ ოპოზიციური პარტიები არიან, განსაკუთრებით კი ნაციონალური მოძრაობა, რომლისგანაც საფრთხობელას როლს კვლავ წარმატებით ათამაშებს მოქმედი ხელისუფლება. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ახალი პოლიტიკური ლიდერი არ იქნება რომელიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ან სტაჟიანი პოლიტიკოსი. მე ვფიქრობ ახალი ლიდერი, რომელიც ამ მუხტის ხელში მოქცევას და მის მართვას მოახერხებს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი ან სულაც ქუჩიდან მოსული ადამიანი, ან ადამიანების ჯგუფი იქნება. ლიდერები არა პიჯაკით და ჰალსტუხით, არამედ ჯინსებით და კედებით, რომლებიც ახალგაზრდებს მათ ენაზე დაელაპარაკება და ხალხი თავისიანად მიიჩნევს. ამგვარ ლიდერებზე მოთხოვნა დამახასიათებელია არა მხოლოდ ქართული საზოგადოებისთვის, არამედ ნაკლები დემოკრატიის მქონე სხვა პოსტასბჭოთა ქვეყნებისთვისაც, სადაც პოლიტიკური ისტებლიშმენტის მიმართ ნდობა ძალიან დაბალია. ამის მაგალითი თუნდაც მეზობელი სომხეთია, სადაც დღევანდელი პრემიერი ფაშინიანი, თავისი განუყრელი ზურგჩანთით და სამხედრო მაისურით, სომხური საზოგადოებისთვის უფრო სამოქალაქო აქტივისტად აღიქმებოდა, ვიდრე გაცვეთილ პოლიტიკურ სახედ”, - აცხადებს ამირან გიგუაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა