გაბრიელ სალოსის გამზირზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ი.ა. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით. ამის შესახებ განცხადებას მთავარი პროკურატურა ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო სხდომებზე ბრალდებულ ი.ა.-ს მიერ ჩადენილი დანაშაულის დამადასტურებელი არაერთი მტკიცებულება გამოიკვლია.

„დაიკითხა ათობით, მათ შორის დანაშაულის თვითმხილველი მოწმე, რომლებმაც უშუალოდ ამოიცნეს ბრალდებული, ასევე გამოკვლეული იქნა წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები, მათ შორის მკვლელობის იარაღი - დანა და ბრალდებულის ტანსაცმელი, რომელზეც მოკლულის სისხლი აღმოჩნდა.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 15 სექტემბერს, დაახლოებით 22:40 საათზე, ქ.თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ კომპლექს „დირსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ი.ა.-მ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით მ.ა.-ს დანით გულმკერდის არეში მიაყენა ჭრილობა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული მძიმე დაზიანების შედეგად მ.ა. ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ი.ა. 2017 წლის 16 სექტემბერს, ქ. რუსთავში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ნაფიცი მსაჯულების მიერ გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე სასამართლომ ი.ა. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა