საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის საზღვაო-სანავიგაციო უზრუნველყოფის კუთხით თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და კორეის რესპუბლიკის საოკეანო და თევზჭერის სამინისტროს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მემორანდუმის მხარეებს წარმოადგენენ კორეის საზღვაო საქმეთა და უსაფრთხოების ბიურო და სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური“.

მემორანდუმი ითვალისწინებს ქვეყნებს შორის საზღვაო-სანავიგაციო უზრუნველყოფის კუთხით მჭიდრო თანამშრომლობას, სასწავლო კურსებსა და კონფერენციებში მონაწილეობას. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს თანამშრომელთა ურთიერთგაცვლით პროგრამებსა და სამუშაო პრაქტიკის გაზიარებას ნავიგაციის დამხმარე საშუალებების გასავითარებლად, რათა საზღვაო ტრანსპორტირებისას საზღვაო ინცინდენტების პრევენციის გზით მოხდეს ადამიანის სიცოცხლის, ქონებისა და გარემოს დაცვა.

მემორანდუმი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის“ დელეგაციის კორეის ქალაქ ინჩონში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა - დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო შუქურების ორგანიზაციების საერთაშორისო ასოციაციის (IALA)-ს რიგით მე-19 კონფერენციაში.

კონფერენციაზე განხილულ იქნა მსოფლიო ზღვებსა და ოკეანეებში უსაფრთხო ნაოსნობასთან დაკავშირებული თემები, ასევე IALA-ინდუსტრიული წევრი ქვეყნებისა და ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი იყო ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოფენა. კონფერენციის ფარგლებში ჩატარებული იქნა IALA -ს საბჭოს არჩევნები, სადაც საქართველოს ჰიდროგრაფიული სამსახურის დირექტორი რევაზ ბაბილუა ორგანიზაციის სხვა წევრი ქვეყნების მიერ დელეგირებული იყო დამკვირვებლის სტატუსით.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა