სალომე სამადაშვილი - ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომისიას უნდობლობას უცხადებს თვითონ მოკლული ბავშვის მამა

ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომისიას უნდობლობას უცხადებს თვითონ მოკლული ბავშვის მამა, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არსებულ პოლიტიკურ რეალობაში საეჭვოა საგამოძიებო კომისიის ეფექტური მუშაობა. სამადაშვილის აზრით, პარლამენტში კომისია შექმნილია მხოლოდ იმიტომ, რომ ქუჩის აქციებში ბევრმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

„არა მხოლოდ ‘ნაციონალური მოძრაობა, არამედ საზოგადოება სკეპტიკურად განეწყო კომისიის მიმართ. ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კომისიას უნდობლობას უცხადებს თვითონ მოკლული ბავშვის მამა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ 2 კვირის წინა წარვადგინეთ საგამოძიებო კომისიაზე ჩატაევის საქართველოში შემოსვლის საკითხი და ვისაუბრე იმაზეც, რომ მაჩალიკაშვილის მკვლელობაზეც შეიძლება მივსულიყავით, ვინაიდან მოკლულია საქართველოს მოქალაქე და საერთოდ არავის დაუსვამს შეკითხვა, განხილვაც არ შემდგარა ამ ინიციატივაზე, ისე მოკვდა ეს ინიციატივა. მოკვდა იმიტომ, რომ ქუჩაში ათასობით ადამიანი არ იყო გამოსული“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა