გორში დღეს მდგრადი ენერგეტიკის დღე აღინიშნება

გორში ”მდგრადი ენერგეტიკის დღესთან“ დაკავშირებულ ღონისძიებებს კულტურისა და დასვენების პარკი „ახალბაღი“ უმასპინძლებს.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს, აღნიშნულ პარკში მოქალაქეებს ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეების თემატური ნამუშევრების დათვალიერების საშუალება დღეს 15:00 საათიდან ექნებათ.

“უფროსებისთვის მოეწყობა ველო, ხოლო 7 წლამდე ბავშვებისთვის ავტომობილებით (12 ვოლტიანი) რბოლა. ავტომობილები ადაპტირებულია და შესაბამისად რბოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სპეციალური შესაძლებლობის მქონე პატარებსაც. გაიმართება კონცერტიც. გარდა ამისა, გორის მერიის თანამშრომლები პარკში შეკრებილ მოქალაქეებს მიაწოდებენ ინფორმაციას მდგრადი განვითარების მნიშვნელობის შესახებ.

ღონისძიებები მერების შეთანხმების ხელმომწერი ქალაქის გორის მერიისა, მერების შეთანხმების ოფიციალური მხარდამჭერის „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოსა“ და სამოქალქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის PITA - ს მხარდაჭერით იმართება.

გორში, ისევე როგორც მერების შეთანხმების ხელმომწერ საქართველოს 7 ქალაქში (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ზუგდიდი, თელავი და ახალციხე), დაინერგა ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიები, რაც ეხმარება მათ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებაში. შეთანხმების მიხედვით, რვავე ქალაქის ტერიტორიაზე 2020 წლისთვის სუფთა ენერგოტექნოლოგიების გამოყენებით ნახშირორჟანგის (CO2) ემისია უნდა შემცირდეს 20%-ით“, - ნათქვამია გორის მერიის ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს