„თავისუფალი საქართველო“ და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ იუსტიციის მინისტრის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ

პარტიები „თავისუფალი საქართველო“ და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თავისუფალი საქართველოდან“ აცნობეს, პარტიების ლიდერები კახა კუკავა და გოჩა ჯოჯუა თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას 15:00 საათზე, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყებენ.

„თავისუფალი საქართველოს“ ცნობით, კახა კუკავა და გოჩა ჯოჯუა „რუსთაველის მეტროსთან“ საგანგებო განცხადებასაც გააკეთებენ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს